კარლ ლაგერფილდის კატა თვითერზე განცხადებას ავრცელებს
- 21/02/19
- 1386 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
კარლ ლაგერფელდის საყვარელი კატის, შუპეტის Twitter-ის გვერდზე განცხადება გავრცელდა.
„მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის. ცივი და ახლა უკვე გატეხილი გულით ვგლოვობ. ვლოცულობ იმისთვის, რომ თქვენი კეთილი სიტყვები და სურვილები დამეხმაროს, რათა მამა კარლის გარეშე ვიცხოვრო და გავხდე დამოუკიდებელი ქალი,“- ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილი დიზაინერის 150-მილიონიანი ქონება მის საყვარელ კატას დარჩება. შუპეტი ლაგერფელდს 2011 წლიდან ჰყავდა და ფუფუნებაში აცხოვრებდა. კატას აქსესუარების საკუთარი ხაზიც აქვს, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ევროს შემოსავალი აქვს.
ის ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებშიც. ლეგენდარული დიზაინერი 19 თებერვალს 85 წლისა გარდაიცვალა.