
"ათობით ათასი ლარის სამკაულია წაღებული..." - ირინა ონაშვილი საკუთარმა დამხმარე ქალმა გაძარცვა
- 22/02/19
- 1556 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მოდელი, "მის საქართველო 2003", ირინა ონაშვილი გაქურდეს. როგორც ირკვევა, მოდელის სახლიდან 10 000 ლარის ღირებულების სამკაულები წაიღეს.
ქურდობაში ბრალდებული დაკავებულია, პოლიციამ 45 წლის ქალი დააკავა, რომელიც ონაშვილის სახლში დამხმარედ მუშაობდა.
ირინა ონაშვილი ამბობს, რომ ფაქტი გასული წლის ოქტომბერში მოხდა. ქურდობაში ბრალდებული ქალი 2 ფღის წინ, 20 თებერვალს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ქურდობას, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილს დიდი ოდენობით.
ბრალდებული 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა.