ფილმები, რომლებიც შაბათ-კვირის საღამოს დღესასწაულად გიქცევთ
- 22/02/19
- 1977 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ზოგი ჩვენგანი თავს არიდებს სასიყვარულო ურთიერთობებს, რადგან ეშინია იმ ტკივილის, რაც ხშირად სიყვარულს თან ახლავს. თუმცა ყველა ურთიერთობა ერთნაირი როდია? ეს ფილმები ნამდვილად შეცვლიან შენს ნეგატიურ დამოკიდებულებას სიყვარულისადმი.
გოგონა კომპლექსების გარეშე (Trainwreck)
ემი შუმერის პერსონაჟი იზრდებოდა მამასთან ერთად, რომელიც ასწავლიდა, რომ მონოგამია არ არსებობს. აქედან გამომდინარე, როცა ის გაიზარდა ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა უამრავ მამაკაცთან, იქამდე სანამ ბილ ჰადერსის პერსონაჟს არ შეხვდა..
წინადადება (The Proposal)
შეიძლება კარიერა შენი ცხოვრების მთავარი მიზანი იყოს, თუმცა სასიყვარულო ისტორიებს ვერსად გაექცევი...
მომღერალი ქორწილში (The Wedding Singer)
ადამ სანდლერის ერთ-ერთი კლასიკური ფილმი. მისი პერსონაჟი არის ქორწილებში მომღერალი, თუმცა იმის შემდეგ, რაც მას ბოლო წამს ქორწილს ჩაუშლიან შეზიზღდება ყველა ქორწილი.
სახლის კურდღელი (The House Bunny)
თუკი შენ ფიქრობ, რომ აუცილებელია იყო ძალიან მიმზიდველი და სექსუალური იმისთვის რომ გყავდეს შეყვარებული, ეს ფილმი საპირისპიროს დაგანახებს. დარწმუნდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენი ხასიათი და პიროვნებაა.
მამა კვლავ 17-ისაა (17 Again)
ფიქრობ, რომ ნებისმიერი წყვილი ბოლოს მაინც დაშორდება ერთმანეთს? ფილმი ზუსტად ასე იწყება, თუმცა მალე ყველაფერი თავდაყირა დგება...
50 პირველი პაემანი (50 First Dates)
კიდევ ერთი ფილმი ადამ სანდლერის მონაწილეობით. მისი პერსონაჟი ჰენრი შეხვდება ლუსის, რომელსაც მოკლევადიანი მეხსიერება აქვს, ჰენრის ყოველ ჯერზე მისი გაცნობა და მოხიბვლა უწევს.
როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში (How to Lose a Guy in 10 Days)
ჟურნალისტი ქალი, აპირებს დაწეროს სტატია სათაურით 'როგორ მოვიშოროთ ტაყვანისმცემელი 10 დღეში' და ცდილობს ყველანაირი გზით თავი შეაძულოს 'სამიზნე' მამაკაცს. მისი გეგმა კი სულ სხვანაირია, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, თავი უნდა შეაყვაროს ჟურნალისტ ქალს...