
კაცმა მხოლოდ 2 საათთ დაიქირავა ესკორტ გოგონა და ასეთი რამ სთხოვა მას...
- 22/02/19
- 2013 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

იაპონელ ესკორტ ქალბატონს მიუნა ჰქვია. იგი 2 წელია, რაც ამ საქმითაა დაკავებული. გასულ უქმეებზე, მას უცნაური შემოთავაზება ჰქონდა მამაკაცისგან, ალბათ ყველას გეგონებათ, რომ მას სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილება სთხოვა, თუმცა მისი თხოვნა ინტიმურ საკითხთან დაკავშირებული არც კი ყოფილა.
მიუნა გამოეწყო ჩვეულ ამაღელვებელ ფორმაში და ესტუმრა მამაკაცს, თანხის მიღების შემდეგ იკითხა აბაზანა და მამაკაცის თხოვნების სია. დამქირავებელმა მას აბაზანისკენ მიმავალი გზა უჩვენა. რაც შეეხება თხოვნას, ეს მიუნასთვის მოულოდნელი იყო.... თურმე კაცს ახალი ბინა ჰქონია შეძენილი და გადასახლებაში დამხმარე სჭირდებოდა...
მამაკაცს მეტი სათხოვარი არ ჰქონია, ესკორტს ფული უკვე აღებული ჰქონდა და ყოყმანის გარეშე დათანხმდა მამაკაცის თხოვნას, ბარგი და ყუთები შეალაგეს სატვირთო ავტომობილში - ამ ყველაფერს 2 საათზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდა, თუმცა მიუნამ გადაწყვიტა, ბოლომდე დახმარებოდა მას. კმაყოფილ მა ახალგაზრდამ ესკორტს დამატებითი ბონუს თანხაც გადაუხადა, გარდა ამისა, მისი გზის ფულიც თავად იკისრა.
სახლში დაბრუნებულმა მიუნამ მოვლენა სოციალურ ქსელში დეტალურად აღწერა. ის მომხდარით გაოცებულია და ასევე სვამს შემდეგ კითხვას: "ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა?"