როგორ ყიდულობენ თბილისელები პრეზერვატივებს
- 2015-01-18 20:52:51
- 22514 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბევრ ჩვენს მოქალაქეს აფთიაქში პრეზერვატივების შეძენისას კომპლექსი აწუხებს და ხშირად ანეკდოტური სიტუაციებიც იქმნება. თუმცა აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთან ერთად ამ საკითხზე საუბარი კონსულტანტებსაც ერიდებათ. ისე, ზოგი მათგანი აფთიაქში პრეზერვატივის შესაძენად შესული მომხმარებლის მორიდებულობით ერთობა კიდეც.
ერთ-ერთი აფთიაქის (ვაკე) ფარმაცევტი ლიკა:
- ერთი სახეობის პრეზერვატივი გვაქვს. სხვადასხვანაირი მომხმარებელია, ზოგს ერიდება მისი შეძენა, ძირითადად კი აღარ ერიდებთ და თამამად ყიდულობენ.
ქეთი (საბურთალოზე მდებარე აფთიაქის ფარმაცევტი):
- ძალიან ხშირად მოდიოდა ერთი დაბალი მამაკაცი და სულ პრეზერვატივს კითხულობდა, ჩვენც მუდმივად ვეკითხებოდით, რა ზომის ნებავდა. კლიენტი წითლდებოდა და გვეუბნებოდა, ყველაზე დიდი ზომის მომეცითო. ჩვენი შეკითხვის შემდეგ სხვა გზა არ ჰქონდა და ამიტომ მიჰქონდა, თუ მართლა ეს ზომა სჭირდებოდა – ვერ გეტყვით. ასევე მუდმივად მოდიოდა ახალგაზრდა სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ორ ცალ პრეზერვატივს გვთხოვდა, ჩვენ კი მუდამ ორ კოლოფს ვატანდით, უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, უარს ვერ გვეუბნებოდა და მიჰქონდა.
რუსთაველზე მდებარე აფთიაქის კონსულტანტი ნატა:
- პრეზერვატივებს უკვე თამამად ყდულობენ. მეტიც – ბევრ ახალგაზრდა მამაკაცს ეამაყება კიდეც. როგორც მივხვდით, გოგონებს რომ გვხედავენ, უფრო მეტს ყიდულობონ, ვიდრე სჭირდებათ. გვყავდა 65 წლის მომხმარებელიც, რომელიც ყოველდღე ვიაგრასა და პრეზერვატივს ყიდულობდა. ვეუბნებოდით, რომ ვიაგრას მოხმარება ყოველდღე არ შეიძლებოდა, მაგრამ არ გვიჯერებდა.
როგორ ყიდულობენ თბილისელები პრეზერვატივებს
წყარო