
სამხარაულის ექსპერტიზის სეიფიდან 10 000 ლარზე მეტი ოქრო და ბრილიანტები მოიპარეს
- 23/02/19
- 2642 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მთავარმა პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის თანამშრომელი დიდი რაოდენობით ოქროს ნივთების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავა.
ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
მთავარი პრიკურატურა ფაქტს ადასტურებს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
"მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით" - აცხადებენ უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა დაცული სეიფიდან ათი ათასობით ლარის ოქრო და ბრილიანტი გაიტანა.