სასიხარულო ინფორმაცია მთელი საქართველოსთვის - შესაძლოა უქმე დღეებში მუშაობა ორმაგად ანაზღაურდეს

საკანონმდებლო წინადადება უქმე დღეებში მუშაობის ორმაგად ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე შესულია.

პროექტი კოდექსში რამდენიმე შესწორების შეტანას გულისხმობს.

ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება უნდა გაიცეს ორ კვირაში ერთხელ.
დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 1% გადაუხადოს; 
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება – ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაორმაგებული ოდენობით; 
დასაქმებულთან შესაძლებელია, მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 1 თვისა.
გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია, ხოლო ანაზღაურება ამ პერიოდში შეადგენს შესაბამის პოზიციაზე არსებული ანაზღაურების 80%-ს. 
არ დაიდება უვადო შრომითი ხელშეკრულებები – მინიმუმ 1 თვით, მაქსიმუმ 1 წლით უნდა დაიდოს ხელშეკრულება. 
1 თვიანი შრომითი ხელშეკრულება ერთი და იმავე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეიძლება დაიდოს მხოლოდ ორჯერ.
 საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. 
ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; ხელფასი კი საათში მინიმუმ – 5 ლარი და მზარდი-შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით უნდა იყოს.

წინადადებების ავტორი მოქალაქე მაკა მინდიაშვილია.