"იმ პრადოს მძღოლს მინდა ვუთხრა, შენით გამოჩნდი ჯობია, მაინც ამოგიღებ მიწიდან!"
- 24/02/19
- 5342 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"ახლა დავბრუნდი საავადმყოფოდან,ჩემი ნათლული რაც მთავარია ცოცხალია, დილით უნდა გაუკეთდეს ლავიწის ძვლის ოპერაცია გატეხილი აქვს, შავი დაბურულ მინებიანი პრადო რომელიც კომაროვის სკოლასთან აწყვეტილი მოდიოდა ასკდებოდა მოტოციკლეტით მომავალ ჩემს ნათლულს,ბიჭმა საავარიო მომენტი აიცილა და საკუთარი თავი დაიზარალა, პრადო გაიქცა არც დახედა ახალგაზრდა ბიჭს, მოტოციკლეტი გადასაგდებია, პატრულის საგამოძიებლო ჯგუფის განცხადებით ორშაბათ დილიდან დაიწყებენ კამერების ჩანაწერის ამოღებას,თუ მანამდე წაშლილი არ იქნა, იმ პრადოს მძღოლს მინდა ვუთხრა სად გარბოდი ,რა ნამუსით გძინავს ამაღამ მოგეკითხა ახლგაზრდა ბიჭი ,ვინ დაგხვრიტავდა ავარიისთვის, შენით გამოჩნდი ჯობია და საავადმყოფოში მიაკითხე ,ადამიანურად მოიქეცი, მაინც ამოგიღებ მიწიდან!"


