პატრიარქის ექიმის უწმინდესის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ საპატრიარქოში განაცხადეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს საკვირაო წირვა აღავლინა, თუმცა არ უქადაგია. მიზეზი თავბრუსხვევა გახდა.

"ამჟამად მშვიდობაა, ცოტა შეუძლოდ გახდა, თავბრუსხვევა და დისკომფორტი ჰქონდა. მე და კარდიოლოგი უკვე გამოვედით მისგან, მას არანაირი სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია. წამიერი დისკომფორტი იყო როგორც ჩანს“, - განაცხადა პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ.