5 ემოცია, რომელიც ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ყველა დაავადება ნერვებიდან მომდინარეობს. მათ დაასახელეს ხუთი ძრითადი ემოცია, რომელიც თითქმის ყველა დაავადების განმპირობებელია.

შური

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხშირად გამოხატავენ შურს, 2.5-ჯერ მეტად არიან გულის შეტევის რისკის წინაშე, მათ შესაძლოა ინფარქტი გაცილებით მარტივად დაემართოთ. შური მოქმედებს ნერვული სისტემის ვეგეტატიურ მდგომარეობაზე, იწვევს ჰორმონალურ დარღვევას ორგანიზმში და გულის კუნთის მოქმედებას არღვევს. ისწავლეთ გიხაროდეთ სხვისი წარმატება, ან ამ ყოველივეს ნეიტრალურად მიუდექით. თქვენი ენერგია კი თვითგანვითარებისკენ მიმართეთ და ეცადეთ ახალი მიღწევებისკენ იაროთ.

ეჭვიანობა

ეს გრძნობა განსაკუთრებით საშიში მამაკაცებისთვისაა. ეჭვიან ადამიანებს ტესტოსტერონების გამომუშავების აქტივობა უნელდებათ, რაც მეტაბოლისტური სინდრომის განვითარებას უწყობს ხელს: ზედმეტი წონა, იმპოტენცია, მაღალი წნევა, ინსულინის გამომუშავების დარღვევა და სისხლში საზიანო ცხიმების დაგროვება.

გადამეტებული თვითკრიტიკა

ეს გრძნობა ორგანიზმის იმუნურ სისტემას აზიანებს. ზედმეტი თვითკრიტიკის შედეგად ადამინები საკუთარ ორგანიზმს ანადგურებენ. ისინი გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ, ამ ყოველივეს კი აღიქვამენ როგორც დამსახურებულ სასჯელს და წყვეტენ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ბრძოლას. ამერიკელი მეცნიერების მონაცემების მიხედვით, მსგავსმა ქმედებამ ადამიანი არა მხოლოდ გაციებამდე, არამედ ონკოლოგიურ დაავადებამდეც კი შეიძლება რომ მიიყვანოს.

საკუთარი თავის შეცოდება


ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავი ეცოდება, შეიძლება ისეთი მარტივი რაღაცით დაკმაყოფილდეს, როგორიც არის ტორტის ნაჭერი, შოკოლადის ფილა, ზედმეტად კალორიული სენდვიჩი და ა.შ. ამასთანავე, მსგავსი გრძნობის შემთხვევაში, ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი ირღვევა: ორგანიზმი დიდი რაოდენობით აცეტილჰოლინისა და ინსულინის გამომუშავებას იწყებს. სწორედ ამიტომ იმატებს ჭამის მადა და ადამიანი გამუდმებით მშიერია. ხოლო რასაც საკვების სახით მიიღებს, ძალიან სწრაფად ცხიმად გადაიქცევა. ეს ყოველივე კი თირკმელების დაავადებას იწვევს.

სიხარბე


მეცნიერების აზრით, ხარბ ადამიანებს ძირითადად კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები აწუხებთ. ისინი ბულემიისა და ანორექსიის საშიშოროების წინაშე დგანან. ეს ყოველივე განპირობებულია იმით, რომ მსგავსი ადამიანები უფრთხიან დაკარგონ ის, რაც გააჩნიათ, ეს მათთვის კოშმარულ სიზმარს ჰგავს.