"წყალტუბოელო კაცებო გულის წამლები და წნევის აპარატები მოიმარჯვეთ!..."
- 25/02/19
- 3499 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
თამო ვაშალომიძე და ქართველი მერლინ მონრო ამ წუთებში წყალტუბოსკენ მიემართებიან. მგზავრობის ამსახველ ვიდეოს სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი და მწერალთა კავშირის წევრი, გიორგი მასხულია ავრცელებს.
როგორც მასხულია Live ვიდეოში განმარტავს, ისინი წყალტუბოში გადაღებებზე მიემგზავრებიან.
თამო ვაშალომიძის და ქართველი მერლინ მონროს წყალტუბოში ჩასვლასთან დაკავშირებით, მასხულია ამბობს:
„წყალტუბოში მცხოვრებო მამაკაცებო, გულის წამლები, წნევის აპარატები მოიმარჯვეთ“.
მასხულია ვიდეოში იმასაც აღნიშნავს, რომ თამო ვაშალომიძე პუნქტუალობით არ გამოირჩევა, რადგან მას რამდენიმე საათი ელოდნენ.
აღსანიშნავია, რომ წყალტუბოში მიმავალ გზაზე, ავტომობილს თავად ვაშალომიძე მართავს. როგორც მასხულია განმარტავს, ფოტო-მოდელი დანიშნულების ადგილისკენ მაღალი 180კმ-სთ-მდე სიჩქარით მიემართება.


