გავრცელდა სიმღერა, რომლითაც თამთა გოდუაძე 2019 წლის ევროვიზიაზე საბერძნეთის სახელით გავა

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, ევროვიზიის წლევანდელ კონკურსზე, კვიპროსს წარადგენს. 

ცნობილია, რომ მაყურებლის წინაშე შეასრულებს სიმღერას - "რიფლეი“ (Replay). საკონკურსო სიმღერის ავტორი, წარმოშობით ბერძენი, შვედეთში მოღვაწე მუსიკოსი - ალექს პაპაკონსტანტინოა. კლიპის გადაღება, რამდენიმე დღეში დაიწყება და მისი პრეზენტაცია, 5 მარტსაა დაგეგმილი.  

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ღონისძიება, 2019 წლის 28 იანვარს  დაიწყო, რომლის მასპინძელია თელ-ავივი. შოუს ნახევარფინალური ტურები 14 და 16 მაისს, ხოლო ფინალი 18 მაისს გაიმართება. 

გთავაზობთ, ნაწყვეტს სიმღერიდან.