
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით - როგორი ამინდი იქნება თებერვლის ბოლო დღეებში -
- 25/02/19
- 1370 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-28 თებერვალს ამინდი გაუარესდება.
სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში 25 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26-28 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
"25-28 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი,"- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.