მსოფლიოს გიგანტი ახალშობილი მოევლინა, რომელიც 8,7 კგ-ს იწონის

ინდონეზიელი ანი რისუდინი ვერც იეჭვებდა, რომ სულ რამდენიმე საათში საყოველთაო განსჯის საგანი გახდებოდა და მასზე ალაპარაკდებოდნენ. არაფრით არ იყო გამორჩეული – ჩვეულებრივი ქალია, გათხოვდა და ორ შვილს ზრდის. 41 წლის ასაკში მესამედ დაორსულდა. რაკი ამ ქალს დიაბეტი აქვს, ამან თავისი კვალი დააჩნია მომავალი ბავშვის განვითარებასაც. ნაყოფმა ანომალიურად დაიწყო ზრდა მუცელში, რითაც საფრთხე შეუქმნა თავის და დედის ჯანმრთელობას.



საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. დანიშნულ დროს ბავშვი მშვიდობიანად დაიბადა, თუმცაღა, საკეისრო კვეთა გახდა საჭირო.

ბიჭი ნამდვილი გოლიათი აღმოჩნდა – 62-სანტიმეტრიანი და 8,7 კილოგრამი!

მთელი სამშობიარო დადიოდა ბლოკში ბავშვის სანახავად. ბიჭს აკბარი დაარქვეს, რაც თარგმანში “გოლიათს” ნიშნავს.