"ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვთხოვ, რომ ხსნადი ყავა არ მიირთვან..."
- 26/02/19
- 2175 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სასურველი ფორმის სხეულის მისაღწევად ადამიანები ხშირად მიმართავენ თვითნებურ დიეტებს. ექიმის კონსულტაციისა და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დამოუკიდებლად ადგენენ საკუთარ კვების რაციონსაც და გასახდომ საშუალებებსაც თავად ირჩევენ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკებს შეიცავს. ალბათ, არაერთი გავრცელებული მადის დამთრგუნველი საშუალება გახსენდებათ, რომელსაც ხშირად უზიარებენ ერთმანეთს მოქალაქეები სოციალურ ქსელებში თუ პირად საუბრებში. მაგ. ყავის ხშირად დალევა, ლიმონიანი წყალი, ვაშლის ძმარი, ღებინების ხელოვნურად გამოწვევა და ა.შ.
ხალხში გავრცელებულ მადის დამთრგუნველ საშულებებზე და კვებასთასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაული გვპასუხობს.
- თუ ადამიანები ისევ ფიქრობენ, რომ ხელოვნურად ღებინების გამოწვევა წონის კლებას ხელს უწყობს, ეს გახლავთ დიდი შეცდომა, რადგან კალორიები პირის ღრუდანვე შეიწოვება. ღებინება ვერ გამოიწვევს წონის დაკლებას, მაგრამ საყლაპავის დაზიანებას კი ნამდვილად. ამ მეთოდით ადამიანი ვერც მადას დათრგუნავს. არადა მთელი მსოფლიო სწორედ მადის დათრგუნვაზე მუშაობს და უამრავი სპეციალისტი ცდილობს, ეს პრობლემა გადაჭრას. სიმსუქნის სტატისტიკურმა მონაცემებმა ძალიან შემაშფოთებელი ფორმა მიიღო, შესაბამისად, ცდილობენ შექმნან უვნებელი მადის დამთრგუნველი საშუალებები. არსებობს რამდენიმე მცენარის ფესვი ჩინური და იაპონური მედიცინის მიხედვით, რომელიც რეალურად ორგანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს, მაგრამ ის, რომ ჩვენ საერთოდ აღარ მოგვინდეს საჭმელი, ასეთი რამ გამორიცხულია. კვება არის ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის და შიმშილი - ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.
ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ცნობილმა დიეტებმა არ მოგვცა კარგი შედეგი. ხმაურდება მხოლოდ დადებითი ეფექტები და ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას უარყოფით მხარეებზე. არაერთხელ მოვისმინე ბორჯომისა და მაწვნის, ხაჭოსა და შანპანურის კომბინაციაზეც... ალბათ ასე თვითნებურად მოფიქრებული დიეტები ძალიან ბევრია, რითაც ადამიანი ცდილობს მადის დათრგუნვას. როგორც აღმოჩნდა, გავრცელებული დიეტების შედეგად, ჩვენ ვიღებთ ისეთ ცვლილებებს ორგანიზმში, როგორიც არის: ცილის დეფიციტი, ჰიპო ან ჰიპერვიტამინოზები, კენჭოვანი დაავადებები, კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე აღარაფერს ვამბობ, ისე გახშირდა.
როდესაც შედეგს ვაღწევთ, გვიყვარს ამის შელამაზება და არ ვყვებით გვერდით ეფექტებზე, არ ვამბობთ, რამდენ რამეს ვუძლებთ. რაც შეეხება ზემოხსენებულ სითხეებს - კუჭს დაძინებამდე 4 საათით ადრე სჭირდება დასვენება. 4 საათის განმავლობაში კუჭს შეუძლია იყოს ცარიელი. თუ ჩვენ მჟავე სითხეს ვიღებთ უზმოდ, ცარიელ კუჭში, რომელიც იდეალურ მდგომარეობაში არც ერთ ადამიანს არ გვაქვს, ჩვენ მას ვაზიანებთ და ვიწვევთ გასტრიტის ან წყლულის პროვოცირებას. ეს შეიძლება გამოიყენონ, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ მასზე ვიყოთ დამოკიდებული. განაგრძეთ კითხვა