დასუფთავების კომპანიას ბინაში 270 ბოთლი შარდი და 400 პარკი განავალი დახვდა

ბრიტანელმა წყვილმა დასუფთავების საოჯახო კომპანია დააფუძნა, რომელიც ძალიან დაბინძურებულ სახლებს ალაგებს. დალაგების დროს აღმოჩენილ შოკისმომგვრელ ფაქტებზე მათ Plymouth Herald-თან ისაუბრეს
ლიენი და კენი ელიოტებმა კომპანია თავის შვილებთან და ოჯახის მეგობართან ერთად დააფუძნეს, ისინი საკუთარ თავს „ექსტრემალ-დამლაგებლებს“ უწოდებენ. მათ დალაგებისას ხშირად უწევთ სისხლის მორეცხვა, ადამიანის შარდის და განავალის წმენდა.

მათი თქმით, ყველაზე საშინელი სურათი დევონის საგრაფოში მდებარე ბინის დალაგებისას ნახეს:

„ჩვენ მოგვიწია ბინის დალაგება, რომელიც სავსე იყო ნაგვით და ექსკრემენტებით. ჩვენ იქიდან გავიტანეთ 270 ბოთლი შარდი და 400 პარკი განავალი. საკუჭნაოში კიდევ 70 ბოთლი შარდი აღმოვაჩინეთ. მთელი აბაზანა და უნიტაზი განავლით იყო სავსე.“- განაცხადეს ელიოტებმა, მათი თქმით ასეთ მძიმე სამუშაოსთან გამკლავებაში იუმორის გრძნობა ეხმარებათ.