"დროა, უკვე ცოლი შევირთო... ალუჩას სოფლად შვილი გაუჩნდა... " - კაცს რომ ეს საოცრება ლექსი გონია, იმას ნამდვილი ლექსი წაკითხული არ უნდა ქონდეს" - არჩილ თალაკვაძის ლექსი ინტერნეტსივრცეს იპყრობს
- 27/02/19
- 7565 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თურმე ლექსებს წერს.
მას კრებულიც ჰქონია გამოცემული, სახელწოდებით "ლირიკული ლარნაკი".
გთავაზობთ არჩილ თალაკვაძის ერთ-ერთ ლექსს:
მარტოსული პოეტის ქორწინება
ალბათ ასეა,
დროა, უკვე ცოლი შევირთო.
ალუჩას სოფლად რა ხანია
შვილი გაუჩნდა...
ჩვენ ხომ ერთად გვიხაროდა
გაზაფხული.
მე მინდა ქალი ტანადი
და სრული,
დიდგვაროვანთა შთამომავალი,
თამარი კი სასეირნოდ წაიყვანა ქარმა,
რომელიც ქრის
მხოლოდ ერთი მიმართულებით:
რომ მარტოობა არის ჩემთვის
თავადის ასული.


