
ვინ არის გოგონა, რომელიც დავით კირკიტაძეს ხვალ მატროსოვის ციხეში ცოლად მოჰყავს
- 27/02/19
- 1395 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ხვალ ე.წ მატროსოვის ციხეში ქორწინდება. პოლიტიკოსის და ახლა უკვე პატიმრის რჩეული მარიამ ახობაძეა. წინასწარი ინფორმაციით, წყვილის მეჯვარეები სასჯელაღსრულების თანამშრომლები იქნებიან.
აღნიშნული ინფორმაცია “პრაიმტაიმმა” პენიტენციურ სამსახურშიც გადაამოწმა. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ პატიმარმა დავით კირკიტაძემ ციხის ადმინისტრაციას შესაბამისი თხოვნით ნამდვილად მიმართა, რაც დაკმაყოფილდა.
შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო ციხეში მიავლენს რეესტრის თანამშრომელს, რომელიც დავით კირკიტაძესა და მარიამ ახობაძეს შორის სამოქალაქო ქორწინებას ოფიციალურად გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე ე.წ მატროსოვის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.