
"დედამ იპოვნა ეზოში... მამა პატარაობისას გარდაეცვალა" - ახალი დეტალები გარდაცვლილი გოგონას შესახებ
- 27/02/19
- 3586 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

აეროპორტის დასახლებაში გარდაცვლილი მირანგულა ჯაჭვლიანის თვითმკვლელობის გარემოებების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ოჯახის ახლობელი დრონი.ჯი-სთან მომხდარის დეტალებს იხსენებს:
"დედამ იპოვნა ეზოში ჩამომხრჩვალი, მიზეზი არაა ცნობილი, ყველას გვიჭირს ამის დაჯერება, ძალიან ნიჭიერი და ყოჩაღი გოგო იყო. მიგო და თავისი უფროსი დაიკო პატარები იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ. დედამ წვალებით გაზარდა ორი ქალიშვილი, ისედაც რთული ცხოვრება ჰქონდა საცოდავ ქალს, კიდე ეს უნდოდა?" - განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა ჩვენთან საუბარში.