
ნაჯახის ქურდობისთვის ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსია ეჭვმიტანილი
- 28/02/19
- 1367 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. დადასტურებული ინფორმაციით მან სახანძრო უსაფრთხოების სტენდიდან ნაჯახი მოიპარა ,რის გამოც დაიბარეს, დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი ნებით განცხადების დაწერა უბრძანეს, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს. აღნიშნული ქურდობის ფაქტი მერიის შიდა უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა.