რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა. იტყოდნენ, სიმღერით შეხვდა მტერს და სიკვდილსო..."

“რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა.

იტყოდნენ, სიმღერით შეხვდა მტერს და სიკვდილსო. ასეც იყო, მაგრამ გადარჩა... გადარჩა და იმ დღიდან, როცა 9 აპრილის საშინელი ღამე ნახა, სიმღერით ირჩენს თავს. მეტროში, ვაგონ-ვაგონ დადის და მოწყალებას ითხოვს იმ სიმღერის სანაცვლოდ, რომელიც დაუჩოქებელი ერის ჰიმნი გახდა. "დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს..." ამ სიმღერით ლელა ვეფხვაძე, სხვა უსინათლოებთან ერთად, თავისუფლების სიმბოლოა - უღიარებელი, უსახელო გმირი, რომელმაც ყველა ეპოქის მსოფლიოს აჩვენა, რომ ქართველები დამარცხების დროსაც კი არ ვიჩოქებთ, არ ვშინდებით და თავგანწირვით ვიბრძვით.

რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა, თუმცა ნორმალურ ქვეყანაში ცოცხალიც გმირი უნდა ყოფილიყო...