"ჩემი ცოლის დაქალების" შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
- 28/02/19
- 1286 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონს, გურიიდან იწყებს. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალ სეზონში მონაწილე მსახიობების შესარჩევად, ქასტინგი უკვე ჩატარდა:
"თეატრში, ქასთინგი რეჟისორმა ეკა მჟავანაძემ და მისმა ასისტენტმა ფორმულა "კრეატივში", ქასტინგის რეჟისორმა, მსახიობმა ნოშრე ფელინმა, იგივე პაატა ქვლივიძემ ჩაატარეს" - აღნიშნავენ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში.
"gurianews"-ის წყაროს ცნობით, თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო დროის, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სერიალის ახალ სეზონში, ოზურგეთის თეატრის მსახიობების გარდა, გურიის კოლორიტებიც მიიღებენ მონაწილეობას:
- "ახალი სეზონის პირველ სერიებში, მოქმედება გურიაში, სავარაუდოდ, სოფელ ლიხაურში მიმდინარეობს" - აღნიშნავენ თეატრში.