აღარასოდეს გადაყაროთ ეს პაკეტები, რომლებიც ახალ ფეხსაცმელს მოსდევს. ის ადამიანისთვის ოქროზე ძვირად ფასობს!

როდესაც რაიმე ახალ ნივთს ვყიდულობთ, მაგალითად ფეხსაცმელს, ჩანთას და ა.შ. ყოველთვის გხვდება პატარა ზომის თეთრი პაკეტები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ვყრით. 
თურმე მათ ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლიათ: 
ეს პაკეტები სავსეა სილიციუმის დიოქსიდით, რომელიც შესანიშნავი საშრობი საშუალებაა, ისინი აშრობენ თითქმის ყველაფერს. 
მაგალითად, მათი გამოყენება შეიძლება პირსახოცების კარადაში, რომელიც თავიდან აგვაცილებს სინესტეს. 
გამოიყენეთ მანქანაში. 
როდესაც მანქანი მინები იორთქლება, ისინი საუკეთესო საშუალებაა ამის თავიდან ასაცილებლად. თუკი რამდენიმე პაკეტს მანქანის მინასთან მოათავსებთ შედეგს საკუთარი თვალით ნახავთ. 
გადაარჩინეთ თქვენი ტელეფონი. 
თუ თქვენი ტელეფონი შემთხვევით დაგისველდათ, ჯერ კიდევ შეიძლება მისი გადარჩენა, თუკი ამ პაკეტებით სავსე ყუთში მოათავსებთ. 
შეინახეთ ძველი ფოტოები.
დროთაგანმავლობაში ძველი ფოტოები ფუჭდება და იხევა, მათ შესანარჩუნებლად ეს პაკეტები გამოგადგებათ. ამისთვის სულ 2-3 პაკეტი საკმარისია.