ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანი ჩირაძის "ჩიკას" სასამართლო იმართება

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ჩირაძე, "ჩიკა" ამ წუთებში საქალაქო სამართლოში იმყოფება. სადაც გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით ჩირაძემ პატრულის თანამშრომელს შეაგინა.

მსახიობმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რატომ იმყოფება სასამართლოში, განაცხადა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურს და რომ „მეგობარს მოყვა“.