"მხოლოდ სიტყვით და საქმით კურნავს ეს დედაო! დიახ, სიმართლეა!"
- 01/03/19
- 2341 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი. განადგურებული და დაღლილი ვარ ამ ცხოვრებისგან… ემოციებით! სტრესით! ტკივილით! უიმედობით სავსე. მხოლოდ სხეულსღა მივათრევ სამლოცველოსკენ. შველას ვითხოვ უსიტყვოთ მაგრამ ჩემს გზაზე არავინ ჩანს. არავინ ჩანს ერთი უბრალო სქემმონაზონის გარდა რომელიც სამლოცველოს კართან დგას და მეუბნება : “უფალი შენს ლოცვას ელოდება რომ დაგეხმაროს საყვარელო შვილო! მოუსმინე და გაუღე გულის კარები მას!”
ოხ ეს სიტყვები როგორი მახვილივით ერჭობა ჩემს გულში რომ იცოდეს ახლა…. ამას ვფიქრობ და მისი დალოცვის შემდეგ შემსუბუქებული სალოცავათ შევდივარ სამლოცველოში.
არ მჯერავს…. მაგრამ სიმსუბუქის შეგრძნება უცბათ ჩემს მთელს სხეულზე ვრცელდება! შწმდეგ უკვე სულშიც აღწევს! დედა ქეთევანის დალოცვის შემდეგ,ჩემი გაბრაზებული უიმედო განწყობა სადღაც იპარება თითქოს დედაოს სინათლეს გაურბის და გულის სიღმეში მიძვრება და იქიდანაც კი განიდევნება. ვფიქრობ “არ ვიცი რა ძალა აქვს მაგრამ ფაქტია სიმშვიდეს ვეზიარე. ეს ჩემთვის ყველაფერია. მადლობა უფალო მადლობა დედაო ამისთვის” ვგრძნობ რომ სიმსუბუქე უბრალოდ სიმსუბუქე არაა ეს სიყვარულით და იმედით გაჯერებული სულია რომელიც მოვიდა ჩემთან. მოვიდა დედაოს დალოცვის მერე სულ რამდენიმე წამში. მართალია სიტყვა არ მითქვამს ამაგრამ ვიცი დედაომ ყველაფერი კარგად იცის.იცის უთქმელად და უსიტყვოდ. იმ წამს უზომო ბედნიერება დამეუფლა და აი სასწაული ზუსტად ისა სამლოცველოდან გამოსული რომ იგებ ყველა შენი პრობლემა მოგვარებულია მართლა სასწაულებრივად. სულ რაღაც წუთებში ხდება ესყოველივე და ყველაფერი.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. ეს ხომ ადამიანების სენია ვიყოთ მნიშვნელოვნები ყველასთვის. და ის კი არ გვახსოვს რომ ჩვენც მნიშვნელოვანი ვართ ღმერთისთვის თითოეული ჩვენგანი.
კარგია ხანდახან ვინმე რომ მოდის შენს ცხოვრებაში და გეხმარება სწორი გზა დაინახო. ჩემს სცხოვრებაში ბევრი სწორი და მართალი რჩევა დედა ქეთევანისგან მივიღე. ახლა ვფიქრობ ყველა მისი რჩევა რომ დამეჯერებინა რამდენს მივაღწევდი.
როცა მიჭირდა ან მიჭირს, საჭიროება მიჩნდება რამის,მაშინვე ურეკავ დედაოს. “დამლოცე დედაო” ვეუბნევი და მის თითოეულ სიტყვას ყურადღებით უსმენ,ვცდილობ გავიშინაგნო თუნდაც მისი გადაკრულად ნათქვამი ჩაბუტბუტებული სიტყვა. ალბათ იკითხავთ რატომ… სწორედ იმკტომ რომ მის ნათქვამ სიტყვაში ბევრი სამომავლო ჭვრეტაა გაცხადებული! მომავლის ნაპერწკლებით სავსე! მას უკეთ ესმის ამ ცხოვრების ვიდრე მე.
ქართლში ამბობენ “ყინვა ნაჭამი ვაშლი უფრო ტკბილიაო” და მართალიცაა დედაო ძალიან თბილი და ტკბილია! იცით რატომ? იმიტომ რომ ბევრი ტკივილი აქვს გამოვლილი ამ ცხოვრებაში. ხორციწლიც და სულიერიც.
მის ზურგს უკან ყველა ჩუმათ ლაპარაკობს მის ძალაზე! მის სიკეთეზე! მის მოსიყვარულეობაზე! კეთილი გულის ქონაზე! მის სასწაულებზეც კი! თუუმცა ხმამაღლა არავინ არაფერს ამბობს. ამ ყველაფრის მიუხედავად მასზე საუბარი გრძელდება დადებით და უარყოფით კონტექსტშიც. არ ვიცი იმდენ ადამიანს დახმარებია,ვერ ვხვდები ადამიანმა მადლიერების გრძნობა ემოცია რატომ დაკარგა! რატომ არის ეს პრობლემა დღეს. მისი სიცოცხლეც სასწაულია! მის სამლოცველოში იმდენი სასწაული მომხდარა ალბათ დაუჯერებელიც კი იქნება ყველას ჩამოთვლა. მაგრამ მე ჩემს თავზე მაინც გეტყვით!
დედაო კურნავს! მისი სიტყვით და უფლის მადლით კურნავს! კი კი ასეა! სულსაც და ხორცსაც კურნავს მისი სიტყვა და მისი დალოცვა! დალოცვის თხოვნა მისვლა და თუნდაც იმის თქმა!დედაო დამლოცე! შენი ლოცვებით შეეწიე ჩემს გაჭირვებას! ძალიან მარტივია! და ეს სიმარტივე ჩვენთვის ყველასთვის საშველია! მაშინ როცა გვიჭირს გვტკივა და ვიბრძვით.
მინდა რომ იცნობდეთ ეს სქემმონაზონი ქეთევანია! მისი იმედი ყველას უნდა გვქონდეს!
პატივისცემით თ.სამხარაძე