
იმის გამო რომ 2 წლის ბავშვს ხშირად კოცნიდნენ ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა!
- 02/03/19
- 794 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დიდ ბრიტანეთში 2 წლის ბავშვი კოცნის გამო საავადმყოფოში მოხვდა. ინციდენტი 12 იანვარს ინგლისის ქალაქ სოლფორდში მოხდა. 27 წლის ქალმა ლორნამ შვილის შხეულზე გამონაყარი აღმოაჩინა და ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა მხოლოდ მესამე გამოკვლევის შემდეგ შეძლეს დადგენა, რომ ბავშვს ჰერპესი ქონდა.
ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსი ბავშვს კოცნის დროს გადაედო. ბავშვს წყლულები პირის ღრუში და პირის გარშემო ჰქონდა. იმისთვის რომ ჰერპესი სხვაგანაც არ გავერცელებულიყო მას ძლიერმოქმედი პრეპარატებით მკურნალობდნენ.
პატარა ბიჭს ექიმებმა დროული დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მას დაავადებისგან სახეზე ნაწიბურები მაინც დარჩა. ბავშვის დედის თქმით, მან მედიას ამის შესახებ, იმიტომ ისაუბრა, რომ სხვა მშობლები გააფრთხილოს პოტენციური სააფრთხეების შესახებ, რაც ბავშვებს გარშემომყოფებისგან ემუქრებათ.