
რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების ახლობლებს შორის სისხლიანი გარჩევა დაჭრით დასრულდა
- 02/03/19
- 1326 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან კონფლიქტის ნიადაგზე ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულნი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.