50 წლის ქალს სახლიდან ხმაურიანი სექსის გამო ასახლებენ

შვედეთში 50 წლის ქალს ნაქირავები სახლიდან ხმაურიანი სექსის და ხმამაღალი მუსიკის სიყვარული გამო ასახლებენ . ამის შესახებ The Local-ი იტყობინება.
თავდაპირველად კორპუსის მაცხოვრებლები პრობლემური მეზობლის გასახლებას შენობის მფლობელისადმი საჩივრის წერილის მიწერით შეეცადნენ. შენობის მფლობელს მათ 2014 წელს მომხდარი 16 შემთხვევის შესახებ აცნობეს, როდესაც მათი მეზობლის ბინიდან გამომავალმა ხმაურმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა, ამასთანავე ისინი აღნიშნავდნენ , რომ ხმაურიანი მეზობლის გვერდით ცხოვრება, განსაკუთრებით გაუსაძლისი მას შემდეგ გახდა, რაც მან მეგობარი მამაკაცი გაიჩინა და ხმაურიან მუსიკას ხმაურიანი სექსიც დაემატა.

მაცხოვრებლების თქმით, ისისნი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მეზობელი, რომ მშვიდად მოქცეულიყო, მაგრამ უშედეგოდ.

საბოლოოდ სახლის მფლობელმა ხმაურიანი ქალი საცხოვრებელი სივრციდან გამოსახლება, სასამართლოს გზით გადაწყვიტა.

სასამართლოზე დაზარალებული მაცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ მათი მეზობლის ინტიმური ცხოვრება, იმდენად ხმაურიანი იყო, რომ მათ ყურსაცობების გამოყენება უწევდათ „რომ გამოეძინათ და სამსახურში წასვლა შეძლებოდათ“

სასამართლომ სახლის მფლობელის მოთხოვნა სამართლიანად ცნო და სიმშვიდის დამრღვევ ქალბატონისგან ბინის დაცლა 2015 წლის 16 მარტისთვის მოითხოვა.



წყარო