
მალაიზიაში 41 წლის იმამმა 11 წლის გოგო მოიყვანა ცოლად
- 02/03/19
- 2629 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

მალაიზიის ხელისუფლებამ კელანტანის შტატში მცხოვრები იმამის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელმაც 11 წლის ტაილანდელი გოგო ცოლად მოიყვანა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
41 წლის ჩე აბდულ კარიმ ჩე აბდულ ჰამიდმა დაარღვია კანონი, რომლის თანახმადაც მუსლიმი გოგოებისთვის ქორწინების ასაკი, სულ მცირე, 16 წელია.
მედიის ცნობით, კაცს 2 ცოლი და 6 შვილი ჰყავს. გავრცელებული ცნობით, როგორც იმამმა და ასევე არასრულწლოვნის მამამ განაცხადეს, რომ შეთანხმების თანახმად, გოგო მშობლების სახლში 16 წლამდე უნდა დარჩენილიყო.
მამის თქმით, მისი შვილი მომავალ ქმარს იცნობდა, რადგან მათი ოჯახი მალაიზიის ერთ-ერთ პლანტაციაში მუშაობდა. როდესაც იმამმა პირველად ითხოვა ბავშვზე დაქორწინება, ოჯახმა მას ასაკის გამო უარი უთხრა. საბოლოოდ, იმამი დათანხმდა, რომ ბავშვს მას შემდეგ წაიყვანა, რაც გაიზრდებოდა.
მამის თქმით, გოგოს ქორწინების შემდეგ სახლი არ დაუტოვებია.
ქორწილი ტაილანდში გაიმართა. გამოძიება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცერემონიაზე გადაღებული ფოტო იმამის ერთ-ერთმა ცოლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იმამას 6 თვემდე პატიმრობა და ჯარიმა ემუქრება.