მე ამ დედებს ანგელოზ- მცველებად შევრაცხავ ..
- 03/03/19
- 663 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დღეს მესამე დღეა... აქ ვარ
ამბობენ ყველაფერს გემო ცოტა -ცოტა უნდა გასინჯო,რომ ნამდვილ ცხოვრებას გემო გაუგოო...
დღემდე მჯეროდა, და ვითვისებდი თვისებას , რომ მხოლოდ მე შემეძლო ანთებულ ცეცხლში ისე შევსულიყავი თვალიც არ ამხამხამებიდა რწმენით, რომ შეუძლებელი არაფერია და ესეც გამომივა..
ხანდახან პირიქით.... ვალდებულია ყველა ქარცეცხლი ჩადგეს , როცა ეს მესაჭიროება...
მაგრამ ახლა სხვა სამყარო ... სხვა თვალთახედვა სხვა რაკურსი..აღმოვაჩინე..ჩემმა ბედისწერამ
გაჩერება ...დედის სამყაროში გააკეთა...
ვფიქრობ და ვერ მოვუძებნე შესატყვისი ამ გამძლეობით - ენერგიით , ცხოვრების სიყვარულით , ხალისით , სიცოცხლესა და სიკვდილს შორის .... აღმართულ უკლდეს და უსიყვარულეს დედებს ..
რომლებიც ყოველ წუთიერად დგანან
სადარაჯოზე.... ანგელოზ-მცველებად საკუთრი გულის არამოსგლეჯად განწირულები .. ხან თხოვნით , ხან ლოცვით , ხან ცრემლით, ხან აგრესიით... უხშირესად კი მოთმინებით ითვლიან .... ნათელი მომავალს წუთებს ...
დავინახე ! განვიცადე !ის ..რასაც ზოგჯერ მთელი ცხოვრება ჩავლილი ადამიანი ვერ განიცდის..
არცერთი სიტყვა უმადური, იმედგაცრუებული, ჩამქრალი.... სულ ანთებული დააბიჯებენ აქ დედები ... მათი ნაბიჯებიც კი მსუბუქია ... და იცით რატომ???
მათ ფასი დაადეს ცხოვრებას... ტყულად წუწუნს კი არა მართლა ტკივილის მალავენ , იმიტომ რომ იციან ...არ არსებობს მისი გაყუჩების არცერთი ხსნა გარდა უფლისა...
მათ ერთი სატკივარი აქვთ და ისინი თვალებით ახვედრებენ ერთმანეთს ...ამას სიტყვების გარეშე...მათი ბაგეებიდან მხოლოდ სიყვარული....იმედი და ცხოვრების დიდი ვნება იგრძნობა..
თამამი ვიქნები თუ კი ვიტყვი... არსად ისე არ ჩქეფს სიცოცხლე როგორც აქ ..
დღეს დედების დღეა სამი მარტი...
მე ამ დედებს ანგელოზ- მცველებად შევრაცხავ ..
და ვუსურვებ სიმშვიდე დაუფლებოდეთ ..
პერსონალური - ბიზნეს და პოზიტიური აზროვნების ქოუჩი – ჟურნალისტი
ნინო გვაზავა