მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი
- 05/03/19
- 656 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 12:05-დან 12:12 საათამდე გაგრძელდება განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ტრავმების და ავარიების მიზეზი.
გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტის მერკურის რეტროგრადულობა ანუ უკუსვლით მოძრაობა, რაც 28 მარტამდე გაგრძელდება, შეამცირებს ურთიერთგაგებას ადამიანებში და შექმნის მეტ პრობლემებს ურთიერთობაში, შეაფერხებს ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკის მუშაობას. არ ღირს ამ პერიოდში საქმიანი მოლაპარაკებების გამართვა, სესხის აღება და მივლინებაში გამგზავრება. ნეგატიური მოვლენები 22:13 საათიდან დაიწყება, ამიტომ ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმის დასრულება დღის მანძილზე მოასწროთ, რადგან 28 მარტამდე ძალიან გაგიჭირდებათ დაგეგმილის შესრულება და იდეების განხორციელება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაყოფიერი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად, თუმცა არ ღირს ახალი პროექტების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია ჩვეულებრივზე მეტ პრობლემებს შეუქმნის გულ-სისხლძრღვთა და ნერვულ სისტემას, გამოიწვევს თავის ტკივილს, არტერიული წნევის მატებას და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და ფეხის კუნთებს, მოერიდეთ ძლიერ სინათლეს და მძაფრ სურნელს, რაც უარყოფითად აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე და ლურჯი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი და იისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი და საფირონი, მარჯანი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს შარმს, მიმზიდველობას და გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადოს ვერძი და მერწყული.