"დიდი ხანია ეს ინფორმაცია მაქვს და თუ დააინტერესებს პროკურატურას შემიძლია მოვუყვე..."

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც მან გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდნეტზე „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით, ზეწოლა და შტნაჟი მიმდიონარეობს.

„მასზე ზეწოლა მიმდინარეობს ფაქტია და მიმდინარეობს იმ ბერკეტებით, რომელიც არ არის დაშვებული. არსებობს ასეთი ინფორმაცია, ფარული კადრებია თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ მასზე აქვთ ის ბერკეტები, რომელიც ნორმალურ ვითარებაში არ გამოიყენება. ჰაერში ვკიდებთ იმას, რაც ცნობილია, რომ მასზე მიმდინარეობს ძალადობა, ზეწოლა დაუშვებელი მეთოდებით და ვითხოვთ პასუხს ეს ხდება თუ არა. დიდი ხანია ეს ინფორმაცია მაქვს და დაზუსტებით არ ვაპირებ ვთქვა და არც მითქვამს რა არის და როგორ, თუ დააინტერესებს პროკურატურას შემიძლია მოვუყვე“, - განაცხადა გვარამიამ.