
"საქართველოში ღორის გრიპი ახალმა ვირუსმა ჩაანაცვლა..." - პაატა იმნაძე განცხადებას ავრცელებს
- 05/03/19
- 14654 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით ორნახევარჯერ იკლო და 100 000 მოსახლეზე 100-130 ფარგლებშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპი (H1N1), რომელიც მთელი ზამთარი ცირკულირებდა, ახლა H3N2 და B ტიპის ვირუსია გავრცელებული.
იმნაძე აცხადებს, რომ გრიპის სეზონი აპრილის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ზაფხულის მოახლოებამდე ტკიპების სეზონი დაიწყება.