გუშინ გლდანში გაზით მოწამვლის ფაქტზე გამოძახებულ სასწრაფოს ექიმს გარდაცვლილი საკუთარი ძმა დახვდა

"პალიტრავიდეოს" ინფორმაციით, გლდანში მომხდარ უბედური შემთხვევის ადგილზე მი­სუ­ლ სას­წრა­ფოს ექი­მს გარდაცვლილი ძმა დახვდა. 

გლდანის მესამე მიკრორაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი პირი.

გარდაცვლილი 33 წლის ლე­ვან ბუ­თხუ­ზია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.