სიზმრები, რომლებსაც ადამიანები სიკვდილის წინ ნახულობენ

აშშ-ში ჰოსპიტალური და პალიატიური ცენტრის თანამშრომლები 10 წლის განმავლობაში იკვლევდნენ მომაკვდავი ადამიანების სიზმრებს.

კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ მომაკვდავი პაციენტების 80% სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე განსაკუთრებით რეალისტურ და მკვეთრ სიზმრებს ხედავენ. კვლევის ავტორის დოქტორ კრისტოფერ კერის თქმით, სიზმრები მოგზაურობისა და ჩემოდანში ნივთების ჩალაგების შესახებ შესაძლოა სიკვდილს მოასწავებდეს.


კვლევაში მონაწილეები გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ამბობდნენ, რომ სიზმარში უკვე გარდაცვლილი ახლობელი ან საყვარელი ადამიანი ნახეს.


კერძოდ, ყველაზე ხშირად, სიზმრების 72% გარდაცვლილ ახლობელს შეეხებოდა, 59% "წასასვლელად ემზადებოდა", სიზმრების 29%-ის შემთხვევში ნახულობდნენ ცოცხალ ახლობლებს.