პატარა ჩანთა ახალი მსოფლიო მოდა, რომელიც მალე თბილისის ქუჩებში ყველა გოგონას ეჭირება

ფრანგი დიზაინერის, სიმონ პორტე ჟაკმუსის ახალი ჩანთა, რომელიც საკრედიტო ბარათზე პატარა ზომისაა და პირველად პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა, ნამდვილ სენსაციად იქცა.

ეს ერთი ციცქნა ჩანთა ზომით სულ რამდენიმე სანტიმეტრია და მისი დიზაინი სხვდასხვა ფერშია გადაწყვეტილი.

ახალი ტრენდის აყოლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა — ჩანთების ფასი 700 დოლარამდე აღწევს.

ახალ კოლექციას სოციალურ მედიაშიც მოჰყვა გამოხმაურება. "როცა ემოციური ტვირთი არ გაქვს სატარებელი", - წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი დიზაინერი მინიატურული აქსესუარების ხაზის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. შემდეგი აქსესუარი სათვალე იქნება.