ცნობილი მილიარდერი, რომელიც სასქესო როგანოს გადიდებას ცდილობდა საოპერაციო მაგიდაზევე გარდაიცვალა

პარიზში, ბელგიელი მილიარდერი ეჰუდ არი ლანიადო სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციის დროს გარდაიცვალა , წერს Daily Mail.. 

სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა. მედიკოსები 65 წლის მილიარდერის რეანიმაციაში გადაყვანას შეეცადნენ, თუმცა ვერ უშველეს. 

კომპანია Omega Diamonds რომელსაც ეჰუდ არი ლანიადო ხელმძღვანელობდა, მფლობელის გარდაცვალება დაადასტურა. მას სამშობლოში, ისრაელში დაკრძალავენ. 

ეჰუდ არი ლანიადომ კაპიტალი ძვირფასი თვლებით ვაჭრობით დააგროვა. ის ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტი იყო ალმასების შეფასების დარგში. 2015 წელს მილიარდერმა აუქციონზე იშვიათი ბრილიანტი „ჟოზეფინას ლურჯი მთვარე“ 48,4 მილიონ დოლარად გაყიდა. 

მის მფლობელობაში იყო ყველაზე დიდი პენტჰაუზი მონაკოში, რომლის ფასიც 35 მილიონი ევროა.