გაცხელებული საკვები მკერდის ზომას ამცირებს

შვედი მეცნიერები აცხადებენ, რომ თუ ქალბატონებს სურთ დიდი მკერდი ჰქონდეთ, მათ მხოლოდ ახლადმომზადებული საჭმელი უნდა მიირთვან. მეცნიერების მტკიცებით, გაცხელებული საკვები მკერდს აპატარავებს.
მეცნიერები ამ დასკვნამდე ჩატარებული კვლევის შედეგად მივიდნენ. კვლევის დროს ქალთა სამ ჯგუფს ახლადმომზადებულ, გაცხელებულ და რამდენიმე დღის საჭმელს აჭმევდნენ. წლის განმავლობაში ქალები ყოველთვიურად სპეციალურ დღიურში თავიანთი ბიუსტის ზომას ინიშნავდნენ.

აღმოჩნდა, რომ იმ ქალბატონებს, რომლებიც რამდენიმე დღის მომზადებულ, გაცხელებულ საკვებს მიირთმევდნენ, მკერდის ზომა უმცირდებოდათ. ხოლო იმ ქალბატონების მკერდი, რომლებიც ახლადმომზადებულ საჭმელს იღებდნენ, ჩვეულ ზომას არ იცვლიდა.

მეცნიერები ქალბატონებს ურჩევენ ნუ გააკეთებენ ეკონომიას და ნუ მოამზადებენ საჭმელს რამდენიმე დღისთვის, რადგან ეს მათი მკერდისთვის შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.


წყარო - newposts.ge