ეს ლამაზი გოგონა მალხაზ ქვლივიძის ახალი შეყვარებულია

მალხაზ ქვრივიშვილს ორჯერ დაენგრა ოჯახი. მეორედ ქორწინებაში 27 წლით უმცროს მარიამ ახობაძესთან იყო. წყვილს შვიდი წლის ანდრია ჰყავს. ერთმანეთს კი ექვსი წლის წინ გაეყარნენ. მარიამი მალხაზთან განქორწინების შემდეგ ცოლად ასევე მსახიობს ანრი ბიბინეიშვილს გაჰყვა. ეს ანრისთვისაც მეორე ქორწინებაა. პირველ ცოლს ანრი მარიამის გამო გაყრია.

„მე და მარიამი, სრულიად შემთხვევით, ერთმანეთს შარდენზე შევხვდით. მის დაქალს წავეკამათე. ამ დროს შევამჩნიე მარიამი, რომელმაც ჩამიხშო ყველაფერთან და ყველასთან კამათის სურვილი. ვიცანი, ეს ის გოგო იყო, ვინც მე ტელეეკრანიდან ძალიან მომეწონა. და როცა ქმრის გარეშე დავინახე, ჩავეძიე, გავარკვიე, დაშორებული იყო თუ არა ქმართან. და როცა გავიგე, რომ თავისუფალი იყო, პირველი ფრაზა, რაც მარიამს ვუთხარი იყო, სადმე უფრო უკეთ ხომ არ გავიცნოთ ერთმანეთი-მეთქი. იმ ღამეს კარგად გავიცანით ერთმანეთი, ზედმეტად კარგად (იცინიან)“ – „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობდა ანრი.

სულ რაღაც ხუთი-ექვსი თვეა მალხაზს ახალი სასიყვარულო ურთირთობა აქვს. ხათუნა ფეიქრიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს მსახიობი ჭარბად დებს სოციალურ ქსელში.

„ხათუნას კონსერვატორია აქვს დამთავრებული. ახლა პარლამენტში უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა. ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გავიცანით“ – „პრაიმტაიმს“ უმხელს მალხაზი.