
სინამდვილეში რა და რატომ ეფარა ემზარ კვიციანს თავზე ფეისბუქ ლაივის დროს
- 09/03/19
- 1513 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დეპუტატი ემზარ კვიციანი გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, პირველ კომენტარს აკეთებს:
– გუშინ „პატრიოტთა ალიანსის” აქციაზე უნდა ვყოფილიყავი, სიტყვითაც უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ მაღალი სიცხე მქონდა, 39 გრადუსი – ვირუსის მეორე დღე და ვერ შევძელი წასვლა. ტელეფონში Live-ს ვუყურებდი, ობიექტივის ჟურნალისტს, გიორგი კასრაძეს ვწერდი, რომ მომებოდიშებინა და უცებ მე თვითონ აღმოვჩნდი თურმე Live-ში
– სიცხის გამო გქონდათ თავზე პირსახოცი წაკრული? სველი იქნებოდა ალბათ…
– არა, თავი მტკიოდა ძალიან და ამიტომ მქონდა შეხვეული.
– რა რეაქცია გქონდათ თავად, როცა აღმოაჩინეთ, რომ ასეთ კურიოზულ მდგომარეობაში ამოჰყავით თავი?
– რა რეაქცია უნდა მქონოდა… ჩასაფრებული არიან ბოტები, თუ რაღაცეები.