როგორ ქორწილებს იხდიდნენ ქურდები და კაი ბიჭები 90-იან წლებში
- 09/03/19
- 8891 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ქურდულ სამყაროში ქორწინებასაც თავისი რიტუალი აქვს. წლებთან ერთად, ცხადია, იცვლება მსგავსი წვეულებების გაფორმება და ვიზუალიც, თუმცა უცვლელია ფულების "წვიმა" და ტყვიების ზუზუნი.
თუ 1990-იან წლებში "კანონიერი ქურდები" ძირითადად საბანკეტო დარბაზებს არჩევდნენ, ახლა ისინი ქორწინებას ფეშენებელურ რესტორნებში აღნიშნავენ.
ქვემოთ გთავაზობთ ფოტოებს 1990-იანი წლებიდან, სადაც ასახულია "კანონიერი ქურდების" რევაზ გამცემლიძის, ანზორ გვიჩიანის, ვლადიმერ კლეშის და რუდოლფ ოგანოვის ქორწილები.
ვიდეოზე კი წარმოდგენილია ქურდულ სამყაროში ერთ-ერთი ბოლო პომპეზური ქორწინება სტამბულის ფეშენებელურ კომპლექს Esa Royal Park-ში. 2018 წლის ნოემბერში იქ ცნობილი ქართველი "კანონიერი ქურდის" ნიკოლოზ დგებუაძის ქორწილი გაიმართა. 37 წლის დგებუაძეს კრიმინალურ წრეებში "ნიკა გაგრინსკის" სახელით იცნობენ.
ქორწილს არაერთი გავლენიანი "კანონიერი ქურდი" ესწრებოდა. საპატიო სტუმრად იყო მიწვეული ნადირ სალიფოვი, იგივე "ლოტი გული", რომელიც შაქრო კალაშოვის დაპატიმრბის შემდეგ ქურდული სამყაროს ბოსის სტატუსისთვის იბრძვის. ეთნიკურად აზერბაიჯანელი სალიფოვი წარმოშობით გარდაბნიდან გახლავთ და საქართველოს მოქალაქის პასპორტს ფლობს.