მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხვირის ქექვა და ჟღვლინტების ჭამა სასარგებლოა

ადამიანების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ცხვირის ქექვა და ცინგლის ჭამა, უხერხული ქცევაა. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ამ უხერხულ ქცევას დადებითი შედეგებიც მოაქვს. ამის შესახებ Independent-ი წერს.

ცხვირის ქექვა არც ისე იშვიათია, განსაკუთრებით ბავშვებში. შესაბამისად, ახალი კვლევის მიხედვით, მშობლებმა ბავშვებს ეს ქცევა არათუ უნდა დაუშალონ, არამედ უნდა მიბაძონ კიდეც მათ.

სასუნთქ გზებში არის ლორწო, რომელიც იცავს მას მიკრობებისა და ვირუსების ზემოქმედებისაგან. კერძოდ, სურდო ხშირად ვირუსული წარმომავლობისაა. ორგანიზმი ასეთი სახით ცდილობს შეაჩეროს ინფექცია ცხვირში და არ მისცეს შორს წასვლის საშუალება ყელსა და ფილტვებში.

ფილტვის სპეციალისტი პროფესორი ფრიდრიხ ბიჩინგერი მიიჩნევს, რომ ადამიანები, რომლებიც ცვხირს იქექენ უფრო ჯანსაღები და ბედნიერები არიან, ვიდრე სხვები.

„ცინგლის ჭამა შესანიშნავი გზაა ორგანიზმის იმუნური სისტემის გაუმჯობესებისთვის, გარდა ამისა, ეს ბუნებრივი გზაა. ცხვირი არის ფილტრი, რომელშიც ბაქტერიები იყრის თავს და როდესაც ეს ნაზავი ნაწლავებში ხვდება, მას წამლის ეფექტი აქვს“, - ამბობს ავსტრიელი მეცნიერი.

მკვლევრები ახლაც ცდილობენ, სინთეზური ლორწოვანი გარსის შექმნას, რომელიც შეიძლება საღეჭ რეზინად ან კბილის პასტად გარდაქმნან, რომლებსაც ანალოგიური სასარგებლო თვისებები ექნებათ.