"მინდა დავბოლდები მინდა გავბოზდები..."
- 09/03/19
- 3533 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პოეტი ლიკა ლიქოკელი სოციალურ ქსელში წერს:
„ყველაფერი მესმის, მაგრამ აი ეს “შენი ჯანმრთელობისთვის არის უკეთესი”
მკლავს. აბა ბიჭო ჩემ ჯანმრთელობაზე დარდში გძვრებათ სული. რამე რომ არ
მოგწონს, თქვი, რომ შენ არ მოგწონს, რა საჭიროა ეს თვალთმაქცობა და შენი
სურვილ-არსურვილების რაღაცა იგავმიუწვდომელ ამაღლებულ კაცთმოყვარეობაში
შეფუთვა.
უცხოებისგან ხო ჭკუიდან მშლის ეს, და ისინი რომ არიან კიდევ, “კარგი
მეგობრები”, მზრუნველები, ნაკლებზე და შეცდომებზე რო უნდა მიგითითონ (ესე
არ ქნა და ეს უნდა თქვა და ის არ უნდა თქვა და ეს ურთიერთობა
არ გინდა და ამაზე მაღლა უნდა დადგე და ცხოვრებას ინგრევ და ჯანმრთელობას
და რას უშვრები შენს თავს და ა.შ.) და ჭეშმარიტი მეგობრობა რო ქვია მაგას,
და მერე მსგავს სიტუაციაში მოხვედრილები ღაწვთა ხოკვას რომ მიჰყოფენ ხოლმე
ხელს, რატომღაც გული აღარ მიჩუყდება მერე. ნეტაი ყველამ თავის თავს და
პრობლემას და ჯანმრთელობას მიხედოს და თავი დაირიგოს.
ერთი დედაჩემს აქვს უფლება ესეთები მითხრას – ვუყვარვარ და არც ჩემი ჯანმრთელობაა მისთვის სულერთი, მაგრამ წარმოიდგინეთ და არ მეუბნება ხოლმე. ჭკვიანი ქალია დედაჩემი – იცის, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა და მინდა დავბოლდები, მინდა გავბოზდები და მინდა ფილტვების კიბოთი მოვკვდები.
ხო, სხვანაირად რომ არ გაიგოთ (და აუცილებლად სხვანაირად გაიგებთ), თქვენ თუ გეცემით და რამეს დაგიშავებთ და თქვენს სივრცეებს შეურაცხვყოფ, ჩამცხეთ, დამპორჭყნეთ, გამაგდეთ, მაგრამ ჩემზე ზრუნვა და ეგეთი მაიმუნობები არ გინდათ, აი ჩვენ რა კარგები ვართ და შენი თავისგან უნდა დაგიცვათ-ები. ყოველთვის ვიცი სად არის ტყუილი. და არაფერი მიშლის ეგრე ნერვებს.
გმადლობთ, წავედი, ახლა ჩემს თავს უნდა ვავნო რამე და ძალიან არ იდარდოთ”.