დღეს უფოლოგები სამყაროს აღსასრულს ელოდებიან

ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ დედამიწას იდუმალი პლანეტა ნიბირუ შეეჯახება, ხოლო მეორე ვერსიით, სამყაროს აღსასრულის მიზეზი გიგანტური ასტეროიდი DN 2019 იქნება.

როგორც ირკვევა, დარგის სპეცილისტების მოსაზრებები მოსალოდნელი აპოკალიფისის მიზეზების შესახებ ერთმანეთს არ ემთხვევა.

ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ დედამიწას იდუმალი პლანეტა ნიბირუ შეეჯახება, რომელიც სწორედ ახლა ამთავრებს მოძრაობის 3 600  წლიან ციკლს; ხოლო მეორე ვერსიით, სამყაროს აღსასრული მიზეზი გიგანტური ასტეროიდი DN 2019 იქნება, რომლის დიამეტრი 90-დან 200 მეტრამდეა, მოძრაობის სიჩქარე კი 7 კმ/წმ. <br><br>მედია წერს, რომ აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტო NASA-ს სპეციალისტებმა ეს უკანასკნელი თებერვლის ბოლოს დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ასტროფიზიკოსების ცნობით, DN 2019 მართლაც მოუახლოვდება დედამიწას 8 მარტს, თუმცა ჩვენს პლანეტასა და ასტეროიდს შორის მაქსიმალური მიახლოვების წერტილამდე მანძილი 5,18 მლნ კილომეტრს შეადგენს. ეს კი იმაზე 13-ჯერ მეტია, ვიდრე მანძილი დედამიწიდან მთვარემდე.  და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდისა და დედამიწის შეჯახების რეალური რისკი კატეგორიულად გამორიცხულია, ობიექტს ფორმალურად მაინც „პოტენციურად სახიფათოდ“ განიხილავენ.