
"დღეს ოცდაჩვიდმეტი წელი შეგისრულდებოდა… პირველი დაბადების დღეა უშენოდ.."
- 09/03/19
- 1479 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

რამდენიმე თვის წინ მძიმე ავადმყოფობით გარდაცვლილ მამა ათანასეს სულიერი შვილები დაბადების დღეს ულოცავენ:
მამაო , ჩემო მოძღვარო , გილოცავთ დაბადებისდღეს , დღეს ოცდაჩვიდმეტი წელი შეგისრულდებოდა … უდიდესი სიხარულით ხვდებოდი ამ დღეს , აღასრულებდი საღმრთო , სამადლობელ წირვას უფლისადმი , და მადლობას სწირავდი კიდევ ერთი წლისთვის უფალს, დღევანდელ დღეს ყოველთვის თქვენს გვერდით ვიყავი ,ვცდილობდი წირვაზე ადრიანად მივსულიყავი და როცა შემოხვიდოდი ტაძრის ეზოში ჩვეულებრივ გულში ჩამიკრავდი მეკი გეუბნებოდი “გილოცავ ჩემო მამილო“ , გაიღიმებდი და შენც გილოცავო მეტყოდი …მე მადლობას ვსწირავ უფალს , რომ დაიბადე , თანაც გაზაფხულის პირველ თვეს , იმ გაზაფხულის , რომელიც ასე ალამაზებს დედამიწას,შენი არსებობაც ხო ალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას , “ჩემო გაზაფხულო მამაო“ … მიყვარხარ და მენატრები … ილოცე ჩვენთვის და დატკბი წმინდათა სავანეში , სადაც მართალთა სულნი განისვენებენ…
ჩემი მუდამ მომღიმარი, მოსიყვარულე და გულიანი მოძღვარი. დღეს შენი პირველი დაბადების დღეა უშენოდ, ძალიან დააკლდი ჩემ ცხოვრებას და ძალიან მენატრები. ილოცე ჩვენთვის ცათა სასუფევლიდან, სადაც არს შენი მართალი სული.