რა დაემართა ირაკლი კოდუას? -ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილი ქმარი საავადმყოფოში მოხვდა

სოდ ყოფილი უფროსი და ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი მეუღლე ირაკლი კოდუა  საავადმყოფოში მოხვდა. მან „ინსტაგრამზე“ ფოტოს შემდეგი სათაურით აქვეყნებს - „გადავრჩი“.

„პრაიმტაიმი'' დაინტერესდა თუ რა შეემთხვევა ყოფილ მაღალჩინოსანს და დედამისს ლაურა ღაჭავას დაუკავშირდა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სოდ - ის ყოფილი უფროსი წაიქცა რის შედეგადაც ხერხემალი დაუზიანდა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად ირაკლის მდგომარეობა სტაბილურია და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.