რატომ გაუბრაზდნენ გურელები ჩცდ-ს გადამღებ ჯგუფს გუშინდელი სერიის შემდეგ

"ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტისთვის გურულებს, სეზონის პირველ სერიებში მოზელილი დიდი ოდენობის ტალახისთვის, უსაყვედურიათ. გაბრაზებულ ფიცხ გურულებზე ქეთი დევდარიანიც გაბრაზდა. 

"მოკლედ, გურიის სცენები რომ დაიწერა, გადავწყვიტეთ, მაქსიმალური ბუნებრიობისთვის, გურიაში, ლიხაურში გადაგვეღო და გურულებს ეთამაშათ. 

და მაინც გაბრაზდნენ - ასეთი ტალახი სად ნახეთ ლიხაურში, ან გურულები ეგრე როდის ლაპარაკობენო.

ახუიეწ, როგორც ნოე ჟორდანია იტყოდა" - წერს ქეთი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონი „რუსთავი 2“-ზე 8 მარტს დაიწყო.