"გეშველათ ქმრის მოღალატე ცოლებს!"
- 11/03/19
- 3193 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
“ჩემი ცოლის დაქალების” მეთხუთმეტე სეზონი დაიწყო. რასაკვირველია, მაყურებლის დიდ ნაწილს აინტერესებს, როგორ გაგრძელდება ზაზას და ქეთის ამბავი და გაგრძელდება თუ არა საერთოდ.
მეთხუთმეტე სეზონი გურიიდან გაიხსნა, სოფლიდან, სადაც ზაზას ბებიის დაკრძალვაზე თითქმის ყველა პერონაჟი იყრის თავს, მათ შორის, ზაზა და ქეთიც არიან.
ცოლ-ქმარი ურთიერთობების გარკვევას იწყებს, თუმცა ქეთი რწმუნდება, რომ ზაზას ისევ უყვარს. ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც ზაზა ქეთის ქეთუშას დაუძახებს და ალერსიანად შეხედავს, “ჩცდ”-ს მაყურებლებს შორის მძაფრი გამოხმაურების მიზეზი გახდა.
“ქმრის მოღალატე ცოლებო, გეშველათ” – წერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი მამაკაცი. როგორც ჩანს, ძლიერი სქესისთვის ზაზას ეს საქციელი მისი სისუსტის გამოვლენად აღიქმება.
გადავხედოთ სხვა კომენტარებს:
“ზაზამ ისე თქვა, ქეთუშო, მე აქედან გავეპრანჭე…”
“აუ, პროსტა, რომ მახსენდება, ქეთი როგორ სთხოვდა იმ ექიმს, ქმარს გავშორდი და ერთად ვიყოთო, ზაზას მინდა, წარბებიც კი ამოვპუტო და ისე დავტოვო. რა ქეთუშ…”
“დევდარიანი, ნაირა მკლავის გახსნამდე დატოვე სოფელში, მაინც იქ იქნება გადასასვენებელი ესენი თუ შერიგდნენ…”
“გასაგებია, რომ არ სცემა და არ მოკლა ქმარმა ეს შტერი გოგო და მივესალმები მაგას, მაგრამ ეს შერიგების წინაპირობის სიტუაცია რა უბედურებაა? ანუ შეცდომა ყველას მოსდის? შეცდომას გააჩნია და აქვს საზღვარი ყველაფერს. ორივე მხრიდან მინდა აღვნიშნო, კაცი გიღალატებს, უნდა მოიქნიო მაშინვე და ქალი გიღალატებს, ისიც ასევე უნდა გაუშვა მის გზაზე PERIOD!!!!!!!!!!!!!!!!!”
“ასეთ შემთხვევებში ქართველი კაცები არაჩვეულებრივი საყვარლები ხდებიან შემდგომ. რომ ვერ თმობენ და რომ ვერ პატიობენ თავის “საკუთრება”-ცოლებს. ამ ქვეყანაშია ღალატი, რადგან სარწმუნოება და ტრადიცია არ გვაძლევს თავისუფალი არჩევანის უფლებას და უამრავი რამის გამო არის ეს შედეგი…ქეთის უნდა განათლება, კარგი სამსახური და ცხოვრების გაგრძელება. დღესაც ამბობს, რომ შეუყვარდა სხვა და რატო უნდა შედგეს ეს ოჯახი, ვერ ვხვდები.. დევდარიანმა ალბათ უკეთ იცის.. ვნახოთ, ვნახოთ!”