5 მარტივი წესი თუ როგორ მივიღოთ ორგაზმი სულ რაღაც 20 წამში
- 11/03/19
- 2543 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ წესების გათვალისწინებით ქალისთვის ორგაზმის მისაღებად 5-სანტიმეტრიანი სასქესო ორგანო და 20-წამიანი სექსიც საკმარისია.
ამერიკელმა მეცნიერებმა საკუთარ კვლევაში, სახელწოდებით „წესი 5-20“, ჩამოთვალეს პირობები, რომელთა გათვალისწინებითაც ქალს შეუძლია ორგაზმი განიცადოს. პირობები კი შემდეგია:
1. პირველი და უმთავრესი წესი: არ უნდა გქონდეთ ანორგაზმია და მასთან დაკავშირებული პრობლემები (ანორგაზმია – სექსუალური ფუნქციის მოშლა, რომლის დროსაც ადამიანი ვერ განიცდის ორგაზმს. ანორგაზმია უფრო მეტად ქალებში გვხვდება).
2. პარტნიორის მიმართ სიმპათია სექსის დროს. ხშირად გვაწუხებს საკუთარი გარეგნობა, ფინანსური კეთილდღეობა და თუკი სექსის დროს სხვადასხვა მიზეზით შფოთვა პარტნიორის სიმპათიაზე მაღლა დგას, ორგაზმი არ გამოვა.
3. ქალი აუცილებლად უნდა განეწყოს კარგ სექსსა და ორგაზმზე. ზოგჯერ ძლიერმა სიყვარულმა და ზედმეტმა სულიერმა სიახლოვემ შესაძლოა, ორგაზმის მიღებას ხელი შეუშალოს. ქალის ღრმა ქვეცნობიერში შემდეგი ფიქრებია: „მასთან ორგაზმის გარეშეც კარგად ვგრძნობ თავს“. და მორჩა, ორგაზმიც, ბუნებრივია, არ არის!
4. კაცი კარგად იცნობს და გრძნობს თავის ქალს, ზოგჯერ საჭირო დროს ნათქვამი ფრაზა ან მსუბუქი მოფერება ზურგზე გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე კამასტურას პოზები.
5. კაცმა კარგად იცის საკუთარი პარტნიორის სხეული და სექსუალური უპირატესობები. ამ ცოდნით კი აუცილებლად სარგებლობს. აქ მთავარია სიტყვა „საკუთარი“, რადგან ყველა ქალი განსხვავებულია და ყველასთან ერთი წესით ვერ ისარგებლებთ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ მიიყვანო საკუთარი ქალი ორგაზმამდე. მეცნიერების მტკიცებით, ამ ხუთი წესის გათვალისწინებით ქალისთვის 5-სანტიმეტრიანი სასქესო ორგანო და 20-წამიანი სექსუალური აქტიც საკმარისია.