კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველ მეორე ქალს სურს მამაკაცს მასთან 'ქუნქური შესთავაზოს', მაგრამ თავს იკავებს

გავრცელებული შეხედულების თანახმად, ინტიმურ სფეროში მამაკაცებმა მათი ლიდერობა უნდა გამოავლინონ, მაგრამ რაელურ ცხოვრებაში ეს უკვე დიდი ხანია აღარ ემთხვევა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა სურვილს.

როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, მამაკაცთა 72 %-ს არ მოსწონს, რომ მას უწევს სექსისაკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა. მათ სურთ, რომ პროცესის ინიციატორი ქალი იყოს. ამავე გამოკითხვის თანახმად, 12-14 წლამდე ქალების მხოლოდ 25%-ი მიეკუთვნება ისეთ ქალთა ტიპს, რომლებიც მზად არიან სექსის ინიციატორები გახდნენ.

გამოკითხვის თანახმად, ყოველი მეოთხე ქალი იმდენადაა დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ არ სცხვენია ინტიმისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმის, თუმცა თავს იკავებს, ვინაიდან საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ინიციატორი არა სუსტი სქესის წარმომადგენელი, არამედ მამაკაცი უნდა იყოს.

შედეგად ჩანს, რომ ქალებიც და მამაკაცებიც მზად არიან როლები გაცვალონ, მაგრამ რატომღაც ეს მაინც არ ხდება.

კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ბრიტანეთში ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ 1 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, პარტნიორების 40%-ი სექსს მხოლოდ და მხოლოდ „დამაკმაყოფილებელს“ უწოდებს. გამოდის, რომ 1 წელი საკმარისია იმისთვის, რომ სექსისგან ნამდვილი სიამოვნების მიღება ვეღარ შეძლო. მთავარ როლს ამ „მობეზრებაში“, სექსუალური რუტინა, წინასწარ განსზაღვრული როლები და საწოლში ერთი და იგივეს გამეორება თამაშობს.

რატომ ამბობენ უარს ქალები „სექსუალური ლიდერის“ როლზე? მთავარი მიზეზი ისაა, რომ მათ ეშინიათ ინიციატივის გამოჩენის შემდეგ, მამაკაცმა გარყვნილად ან უღირსად არ მიიჩნიოს.